გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: აუქციონზე 100 მილიონიან გარანტიას გამოვიტანთ, რომ არც ერთი მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს

27-08-2020

დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ-იანი ლარის აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და სოციალურ პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს.

„შემდეგი ნაბიჯი და განსახილველი საკითხი, რომელიც ჩვენ გვექნება ეს გახლავთ კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ-იანი ლარის აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა და შემდგომ, თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგები იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა არ შეშლოდა ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მლნ-იან გარანტიას, იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები უკვე მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს,“- აღნიშნა პრემიერმა.