გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე ბათუმში განთავსებული „პატრიოტთა ალიანსის" ბანერთან დაკავშირებით: ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

29-08-2020

„ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია და იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები. ასეთ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები და ეს, ბუნებრივია იწვევს აღშფოთებას. ბუნებრივია, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აჭარაშია განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე და თუ არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, ბუნებრივია, ეს რეაგირება უნდა იყოს.

„ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტიკური შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას ყველას მხრიდან, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ ბანერი ამ დროისთვის ჩამოხსნილია.