29-08-2020
ქედაში ხვალ, 11:00 საათზე მმართველი პარტია მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანზორ ბოლქვაძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
13:30 საათზე, „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძეს და ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევში წარადგენს.
15:00 საათზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება ხულოში.