გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი შუახევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სანერგე-საჩითილე მეურნეობაში იმყოფებოდა

31-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევში სანერგე-საჩითილე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა პირველად გაიხსნა.

მეურნეობის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიაწოდა ინფორმაციას, რომ სანერგე და საჩითილე მეურნეობა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებაზე და მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ემსახურება.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართობი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 800 ათასამდე ლარს შეადგენს.