გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ, 31 ოქტომბერს, შევძლებთ კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება ვიზეიმოთ

31-08-2020

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გამოსვლა შუახევში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ასევე მოგილოცოთ, რომ ჩვენმა გუნდმა არჩევანი გააკეთა თქვენს ძალიან ღირსეულ მერზე, რომელსაც ამ მოკლე პერიოდში უამრავი მიღწევა აქვს.

პრემიერ-მინისტრმა ძალიან სიღრმისეულად ისაუბრა იმ მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს შუახევში. შესაბამისად, მე აღარ დავიწყებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ, 31 ოქტომბერს, შევძლებთ კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება ვიზეიმოთ. სწორედ, ამიტომ წარმოგიდგენთ კანდიდატებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ნდობას კიდევ ერთხელ გაამართლებენ. მათ უკვე შეძლეს, რომ ღირსეულად ემსახურათ მაღალმთიანი აჭარისთვის და შუახევისთვის.

იმ უამრავ მიღწევას, რომელიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის, დაბების, სოფლების, წყალმომარაგების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში - სჭირდება ღირსეული გაგრძელება, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა.

ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ კიდევ ერთ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ.

შუახევმა, თავისი უდიდესი პოტენციალით, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობაში და შუახევი ჰესი ამის ნათელი მაგალითია. ასევე, ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლის განხორციელებაც უკვე დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ღირსეული წარმომადგენლები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში, კიდევ ერთხელ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით, უფრო მეტი რუდუნებით ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს. როგორც ჭვანა, ასევე ჩირუხი, გახდება ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები შუახევში და მაღალმთიან აჭარას ექნება მეტი დინამიკა.

ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ გაზიფიცირებას. სულ რამდენიმე საათში, ჩვენს სტუმრებთან ერთად მოვინახულებთ ხულო-ზარზმის გზის უკვე მიმდინარე მშენებლობას და ეს იქნება მაღალმთიანი აჭარისთვის ახალი პერსპექტივა. ჩვენ ბევრი გამოწვევა, ბევრი ბრძოლა მოგვიწია, რომ დღეს უკვე ის გზა ყოფილიყო მიმდინარე მშენებლობის ეტაპზე და როგორც ძალიან ბევრი სხვა დაპირება, ესეც იქნება შესრულებული.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მოველით, რომ თქვენ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ ძალინ მაღალი ნდობა შუახევში"-განაცხადა რიჟვაძემ.