გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

6-03-2018

საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ჯგუფი ეწვია ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშილს. შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ უწევს. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს მოინახულებენ გუდაურსა და ყაზბეგს, 8 მარტს კი ბორჯომ-ბაკურიანს.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა.

მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით, ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ვიზიტი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.