6-03-2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, განმეორებით ჩამოვიდა მიწა კლდის-ნაშალი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.