გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში მოსახლეობას შეხვდა

1-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების დოესისა და გრაკალის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივებს სამომავლო ინიციატივები და გეგმები გააცნო, ასევე მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა. ბოლო წლების განმავლობაში დოესსა და გრაკალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, ამჟამად ორივე სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა დოესის საბავშვო ბაღს. მოსახლეობის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოფლების ახალგაზრდობის ხელშესაწყობად სპორტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს.

,,მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით, ჩვენ ზუსტად ვსაზღვრავთ ამა თუ იმ სოფლის საჭროებას და პრიორიტეტებს. ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულ მოსახლეს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს, ამისთვის კი ჩვენი ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სოფლის მხარდაჭერის პროგრამების კუთხით.“ - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.