გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე პარლამენტი ორი რეზოლუციის განხილვას იწყებს

6-03-2018

არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ორ რეზოლუციას განიხილავენ.
ერთი მმართველ გუნდს ეკუთვნის, რომელშიც ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითხოვს.
რაც შეეხება მეორე, „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, ის ე.წ. ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ეხება.
„ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, სადაც გაკეთებულია მწვავე შეფასება, როგორც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით. დღეს გვექნება კომიტეტის ფარგლებში განხილვები, შემდეგ უკვე სესიის ფარგლებში და ეს ის საკითხია, რაზეც ვფიქრობთ, რომ გვექნება შეჯერებული პოზიცია და ვიქნებით კონსოლიდირებულები“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.