გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

2-09-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი გურიის რეგიონში შეწამვლით ღონისძიებებს ატარებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეურლში (ქვენობანი, ზომლეთი, ამაღლება, შუაამაღლება, გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, ხევი, შუასურები, დიდივანი, ერკეთი, ბუკისციხე) თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.

თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით ღონისძიებები დაგეგმილია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 7-7 ადმინისტრაციულ ერთეულში.

წამლობა ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და მეფუტკრე-ფერმერებთან შეთანხმებით ხორციელდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას წინასწარ აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.parosana.ge