გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ

2-09-2020

„კახეთში რთველი დაწყებულია; კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები ყურძნის ჩაბარების პროცესში. 80 თეთრიანი ფასის პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია.

თუმცა, კონკურენციის პირობებში, სხვადასხვა მიკროზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს.

გარდა ამისა, ჩვენ კომპანიისთვის გავაჩინეთ იაფი ფინანსური რესურსი. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ქართული კომპანიებისთვის მსყიდველობითი უნარი გაზრდილიყო, განსაკუთრებით პანდემიით შექმნილ ვითარებაში. მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს, რთველი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის და ადრეული ჯიშების, როგორიც არის მუსკატი, შარდონი და სხვა საშამპანურე ჯიშების ყურძნის ჩაბარება. ჯერ ინტენსიურად არ დაწყებულა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება. საფერავზე მოთხოვნა არის და ფასიც 1 ლარზე მეტი იქნება. დანარჩენ ფასს განსაზღვრავს ბაზარი იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნაც არსებობს და იმ მიწოდებით, რა მიწოდებაც არის. წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. მოლოდინია, რომ მოსავალი იქნება რეკორდული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.