გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, უკვე 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

3-09-2020

შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ინიციატივაზე - „იმუშავე საქართველოდან“ საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიეროს ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები.

„იმუშავე საქართველოდან - ეს იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს 180 დღით, მინიმუმ, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ თავიანთი შრომა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც შესაძლოა მან ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც მწვანე და ვირუსისგან სუფთა ქვეყანას მოუტანოს,“ - აღნიშნა პრემიერმა.