გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

1169 გამოკვლეულ მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

3-09-2020

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო სარკინიგზო“, ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,ნინოწმინდა’’, ,,მტკვარი“, ,,ყაზბეგი“, ,,კარწახი’’, ,,გარდაბანი“, ,,კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო", ,,ბათუმის პორტი“, ,,თბილისის აეროპორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე ,,თბილისის, ფოთისა და თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონების" 1169 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. ამასთან, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდათ საბაჟო დეპარტამენტის - საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს თანანამშრომელთა სრულ შემადგენლობას.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე უარყოფითია.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.