გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირება ერთ წლამდე გაუგრძელდებათ

3-09-2020

მივიღეთ გადაწყვეტილება, სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავუგრძელოთ ექვსიდან თორმეტ თვემდე - ერთი წლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის ერთადერთი შესაძლებლობა.

„პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. ეს იყო პირველი ნაბიჯი და სულ რაღაც სამ თვეში აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ, ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ სამი თვიდან ექვს თვემდე და რამეთუ, უკვე ჩანს რომ ესეც არ იქნება საკმარისი, დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ ექვსიდან თორმეტ თვემდე - ერთი წლით. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის კომპანიები, რომლებმაც ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს, გამხდარიყვნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, მათთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება და მათ ერთი თვით - 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

„გარდა ამისა, ის კომპანიები, რომლებმაც ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს, გამხდარიყვნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, მათთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება ერთი თვით - 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა. ეს აძლევს მცირე სასტუმროებს შესაძლებლობას, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.