გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლნისის სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება

3-09-2020

სოფელ მამხუტში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მე-2 ეტაპი. 1100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე უკვე დაიგო ბეტონის გზა.
ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობას ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საერთო ღირებულებით 800 000 ლარი.
სოფელ მამხუტში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წელს განხორციელდა.

კომფორტული გზით 2400 ბენეფიციარი ისარგებლებს.

სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.