გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში სერგი მეტრეველის მონუმენტი გაიხსნა

3-09-2020

ონში, კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრის - იად ვაშემის მიერ, მართალად აღიარებული სერგი მეტრეველის მონუმენტი გაიხსნა.

მონუმენტი აიგო ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ისრაელის სახლის" ინიციატივით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მცირე კონცერტი , შესრულდა ქართული და ებრაული სიმღერები, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში მოეწყო ფოტო - გამოფენა და დოკუმენტური კინოჩვენება.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე სერგი მეტრეველის შთამომავლები. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს ონის სინაგოგა, რომელსაც წელს შეუსრულდა 125 წელი.

ჰოლოკოსტის მონუმენტი და სინაგოგა, ლაილაშის სინაგოგასთან ერთად, გაერთიანდება ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში.

ღონისძიებას მხარს უჭერს ევროსაბჭოს მიერ სერთიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაცია (AEPJ).