გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი კვირიკაშვილი: არჩილ ტუტანაშვილის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს

6-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტუტანაშვილის გადმოსვენება სავარაუდოდ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს.


მისივე თქმით, მალევე მოხდება იმ ორი საქართველოს მოქალაქის სახლებში დაბრუნებაც,  რომლებიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით  ახალგორში დააკავეს.


ამის შესახებ პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„ჩვენი მეგობრები, რომლებიც  ჩართულები არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ,  რომ არჩილ ტუტანაშვილის  გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს.

სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან“-განაცხადა პრემიერმა.


შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. ის სხვა ორ ქართველთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს.