4-09-2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს.
2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანი.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტების ჯამური ღირებულება 2,1 მლნ ლარია.