აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა 69 762 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სატვირთო ავტომანქანების სადგომთან ერთად მძღოლების მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა მოაწყოს, რისთვისაც სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
6-03-2018
დაბა სტეფანწმინდაში არანაკლებ 700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოსაწყობად და 20 წლის ვადით იჯარის უფლებით გადასაცემად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. აუქციონი 16 მარტს დასრულდება.