გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლაგოდეხში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

4-09-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის- „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა , პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებს ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიას, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.

მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.

„მდელოს ფარვანა“ მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

იგი პოლიფაგი მწერია , რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეს და სასოფლო-სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს.