გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაშველებმა დაშავებული მამაკაცი შატილიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

5-09-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.

ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები.

პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.