5-09-2020
ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ტურიზმის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს.
"კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტების მიღება შეჩერებულია, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქუთაისი აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული ქვეყნებისათვის, რადგან პანდემიამდე პერიოდში უკვე იყო ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ქალაქის მიმართ. სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისს ყველაზე ხშირად სწორედ ევროპული ქვეყნებიდან სტუმრობდნენ.
ქუთაისი თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, ყოველთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელი უცხოელი ტურისტებისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.
მერობის კანდიდატი დღესვე საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.