გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"მთავარ არხს" სიცრუეში ამჯერად „საქართველოს რკინიგზა“ ადანაშაულებს

6-09-2020

5 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი“ გადაცემაში - „მთავარი შაბათს“ გასული სიუჟეტით, კიდევ ერთხელ შეეცადა დამახინჯებულად, ყალბად და რეალობასთან შეუსაბამოდ წარმოეჩინა საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტი და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, რომ თითქოს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოუსადეგარი აქტივი მენეჯმენტის მიერ „ახლად აყრილი“ ლიანდაგებია - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგახსენებთ, რომ რეალურად, 2020 წლის თებერვლში სს "საქართველოს რკინიგზამ" 4 რეგიონში (თბილისი, რუსთავი, კახეთი, გარდაბანი) დაიწყო კუთვნილი ამორტიზირებული აქტივის ინვენტარიზაცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით. რკინიგზის აქტივები, მათ შორის რელსები, ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით ექსპლუატაციის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში ხდება გამოუსადეგარი. აღნიშნული აქტივი, რომელიც აღარ გამოიყენება რკინიგზის საოპერაციო საქმიანობისთვის, ათწლეულების განმავლობაში მიმოფანტული იყო სხვადასხვა ობიექტზე. ბუღალტრული მონაცემებით, არსებული ნაშთები რეალურად შეგროვდა, დახარისხდა, აიწონა და დასაწყობდა რუსთავის ბაზაში.

გამოუსადეგარი აქტივის საბალანსო ნარჩენი ღირებულება ტონაზე დაახლოებით შეადგენს 2 ლარს, მისი რეალიზაციის შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტის მიერ განსაზღვრულმა ფასმა შეადგინა დაახლოებით 420 ლარი, ხოლო საბოლოოდ, ღია საჯარო ელექტრონულ აუქციონზე (სადაც 2 პრეტენდენტი იბრძოდა) აღნიშნული უსარგებლო აქტივის რეალიზაცია მოხდა ტონა 755 ლარად, ჯამში 7.55 მილიონ ლარად.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ინვენტარიზაციის და სრული რეალიზაციის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს რკინიგზამ უსარგებლო აქტივი გაასხვისა და კომპანიას მოუტანა დამატებითი შემოსავალი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წლიურ შემოსავალში.
მოვუწოდებთ ტელეკომპანიას, მომავალში თვითინფორმირებულობის მიზნით მაინც მოგვმართოს კითხვით, რათა თავიდან აირიდოს არაკომპეტენტური, ცრუ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული უხერხულობა"- ნათქვამია განცხადებაში.