გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: ჟურნალისტებთან ჭორაობას სჯობს, ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს

6-09-2020

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ამბობს, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ მას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში მიიტანოს.

„თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე, საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.