გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარიამ და ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერეს

6-09-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში“ იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა.

პრემიერსა და მინისტრს საწარმოს დირექტორმა გააცნო საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვი, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს.

თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში“ ჯამურად 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმო, რომელშიც 100-მდე ადამიანია დასაქმებული, წელიწადში, 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს.

თხილის საწარმოს მიმდებარედ, კომპანია ფლობს სამაცივრე საწყობსაც, რომელიც სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამაცივრე საწყობიც დაათვალიერეს.