გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე

7-09-2020

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხის დამამუშავებელი ქარხნის - შპს "სიარპი ვუდის" პერსონალს შეხვდა.

შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებასა და ხელშეწყობაზე მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს.

"ჩვენი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა. აუცილებელია შეიქმნას „თამაშის“ სამართლიანი წესები,
შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მიეცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს კონკურენტული წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.

ქუთაისური ავეჯი წლების წინ ცნობილი გახლდათ მაღალი ხარისხით და ექსპორტზეც დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. მერობის შემთხვევაში, ვგეგმავ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ქუთაისის ხის დამამუშავებელი საწარმოების განვითარებას, რათა ქუთაისურმა პროდუქციამ ისევ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ბაზარზე",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, 15:30 საათზე, ქუთაისის მერობის კანდიდატი შპს "ათინათის" პერსონალს შეხვდება, 17:30 საათზე მე-11 საჯარო სკოლასთან, მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას, 19:00 საათზე კი მოსახლეობას ბუხაიძის სკვერში შეხვდება.