გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რას უხდის საქართველო ბელარუსს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების სანაცვლოდ?

6-03-2018

ბელარუსის დამოუკიდებელი ტელევიზიის Белсат ТВ-ის პროგრამაში «Тэрыторыя праўды» ("სიმართლის ტერიტორია"), რომლის წამყვანები ცნობილი რუსი ჟურნალისტები ევგენი კისელიოვი და სვეტლანა კალინკინა არიან, ბელარუსის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.

აქვე შევნიშნავთ, რომ Белсат TV მაუწყებლობს პოლონეთიდან და ხშირად მწვავედ აკრიტიკებს ბელარუსის დღევანდელ ხელისუფლებას.

პროგრამაში დაისვა კითხვა: "რას უხდის საქართველო ბელარუსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ?"

გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ ამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა:

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს ბელარუსზე, რომ იქ არის პოლიტიკოსებისა თუ კლანების დიდი ინტერესი, ბელარუსმა მაინც შეძლო საკმაოდ დამოუკიდებელი პოლიტიკა გაეტარებინა საქართველოს მიმართ. მაგალითად, ბელარუსი არ მონაწილეობდა იმ ემბარგოში, რომელიც რუსეთმა საქართველოს 2006 წელს გამოუცხადა. ოფიციალური მინსკი დღემდე არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ბელარუსი ცდილობს ღია იყოს ქართული ინვესტიციებისა და ვაჭრობისათვის. ცხადია, ამ ყველაფერს ბელარუსი უფასოდ არ აკეთებს: საქართველო იძულებულია ბელარუსისგან შეიძინოს ტრაქტორები და სხვა ტექნიკა, რომელსაც სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვიყიდდით".

"კვირის პალიტრა"