გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: მობრძანდეს!!!

7-09-2020

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.