7-09-2020
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა.
კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად წარმოადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის და გამოწვევის დაძლევის მისეული ხედვა. მიმაჩნია, რომ ქალაქი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ადამიანისთვის, როცა მასაც აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი და თუნდაც ერთი აგური დადებული მის მშენებლობასა და განვითარებაში. წარმატებული ქუთაისი იქნება არა მხოლოდ ერთი ადამიანის - ქალაქის მერის დამსახურება, არამედ ყველასი ერთად, თითოეული ჩვენგანის, ვინც ქუთაისის ნამდვილი და გულწრფელი გულშემატკივრები ვართ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.