გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის პროექტი განხორციელდება

6-03-2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სასათბურე კლასტერის პროექტს მიმდინარე წელს განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, სადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია.
პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ, სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას. ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი (კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში) შეიქმნება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლებ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე გზის, ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიყვანას.
იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხებას, გაყინვას, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას.