გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ყველა მშობელს ვთხოვ, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

9-09-2020

მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სკოლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. რამე თუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.