6-03-2018
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია შვიდმა პირმა, მათ შორის მცირეწლოვანმა ბავშვა მიიღო.
სამი მათგანის - 15 და 16 წლის გოგონების, ასევე 40 წლის ქალის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზე გაუწიეს. ადგილზე მობილიზებული იყო ,,სოკარ-ჯორჯია გაზ რუსთავის" ავარიული სამსახური, წინასწარი ინფორმაციით, co-ს გაჟონვა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"