გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: დამსაქმებლებს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თანამშრომლებზე

10-09-2020

დამსაქმებლებს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გაგრძელდეს, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით - მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ხვალინდელი დღე.


„კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამკაცრებული, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მთავრობის მიერაა დაწესებული სრულად იყოს შესრულებული. საბოლოო ჯამში ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის ძირითადი მიზანი თითოეული ჩვენგანის და რა თქმა უნდა ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით - მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.