გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაგოდეხში მდელოს ფარვანას საწინააღმდეგოდ ფართობები შეიწამლა

11-09-2020

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - ნინიგორის, ბაისუბნის, შრომას, ფონას, კართუბანის, აფენის, ცოდნისკარისა და მაწიმის, სოფლებში მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო წამლობა ჩაატარა. სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით 1200 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავდა.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მდელოს ფარვანას დასაშვებზე მეტი რაოდენობით დაფიქსირებისთანავე, მყისიერად დაიწყო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მწერის რიცხოვნობის შესაბამისად გაგრძელდება.

„მდელოს ფარვანა“ პოლიფაგი მწერია, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარესა და სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიანებს, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს. მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი წელია გავრცელებულია, თუმცა, პერიოდულად რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა ახასიათებს, რა დროსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.