გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია

11-09-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებს აქვეყნებს.

შედეგები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: online.naec.ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. საკუთარი შედეგების გვერდზე მაგისტრობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს ის საბოლოო შედეგია, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე სამში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული 12600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატიდან გამოცდაზე გამოცხადდა 87%-მდე გამოსაცდელი. სააპელაციო განაცხადების მიღება 27 აგვისტოდან 2 სექტემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა. აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა 86 პირს. სამაგისტრო გამოცდაზე გამოსული 11 000-ზე მეტი გამოსაცდელიდან საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან მინიმუმ სამში ზღვარი გადალახა 9 000-ზე მეტმა.