გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი, რომ ოჯახებში სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი, რომელიც ჰქონდათ

11-09-2020

თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმი, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.