გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წელს უკვე ექსპორტზე 21 მილიონამდე დოლარის ატამი და ვაშლატამაა გასული

11-09-2020

მიმდინარე წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 24,788 ტონა ატამი და ვაშლატამაა (ნექტარინი) ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 87% -ით აღემატება.  

ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი კი 68 %- ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსდა 20,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
რუსეთის ფედერაცია (16,271,1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,467,1 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112,9 ტონა), უკრაინა (111,5 ტონა), პოლონეთი (111,5 ტონა), მოლდოვა (89,6 ტონა), სლოვენია (57,3 ტონა), სინგაპური (0,14 ტონა).

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.