გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს

11-09-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ.

პროექტი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით ხორციელდება. რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარია.

ძველი კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. მუზეუმის მიმდებარედ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

პროექტის ფარგლებში, შენობის სივრცეში ინტეგრირებულ არქეოლოგიურ ძეგლს - „მცხეთის კარიბჭეს“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მუდმივ ექსპონატად შენარჩუნდა.