გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კობში წყლის საწარმო „აქვა გეო“ დაათვალიერეს, სადაც 50 ადამიანია დასაქმებული

12-09-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კობის წყლის საწარმო „აქვა გეო“ დაათვალიერეს.

კომპანია „აქვა გეო“ მინერალურ წყალს აწარმოებს. მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით ხასიათდება და ყველა სასარგებლო მინერალს შეიცავს.

ხელისუფლების წარმომადგენლებს, საწარმოს დირექტორმა ლევან წეროძემ „აქვა გეოს“ მუშაობის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც ახორციელებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა „კობის“ მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოსთან მდებარეობს. საწარმოსთვის, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 3,5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას 27 300 კვმ მიწა გადაეცა. საბოლოო ჯამში, კომპანიამ პროექტში 24 მლნ-ზე მეტი ლარის ინვესტირება განახორციელა და 50 თანამშრომელი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.