პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
თორნიკე რიჟვაძე: ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ჩვენ ველით, რომ სიტუაცია დასტაბილურდება

12-09-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარაში კორონავისურთან დაკავშრებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის შემდეგ შეჯამდა რეგიონში არსებული კოვიდვითარება და გაკეთდა განცხადებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან და ზომების გამკაცრებასთან დაკავშირბით.

,,მომატებული რისკების ფონზე ჩვენ ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ბათუმსა და ქობულეთს დაემატა ხელვაჩაური, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 1 ოქტომბრიდან, ხოლო მანამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. მაღალმთიან აჭარაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა კოორდინაცია გაუწიოს სასტუმროებს, სადაც მოხდება უსიმპტომო პაციენტების მოთავსება და მკურნალობა.

,,ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას. რეგიონის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაგვიფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, 80-ზე მეტი კოვიდინფიცირებული, ჩვენ შემდგომ დღეებში ველოდებით, რომ ეს რიცხვი იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ჩვენ ველით, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ისევ ეფექტურად შევძლებთ ამ ყველაფრის მართვას, როგორც აქამდე ვაკეთებდით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში მიმდინარეობს სკოლების შემოწმება და მონიტორინგი. შემოწმების შედეგების თანახმად, სკოლების უმეტესობა აკმაყოფილებს სტანდარტს.