გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში, 13 ლოკაციაზე, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდა

6-03-2018

რუსთავის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი დასრულდა. ქუჩებსა და სკვერებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები სულ 13 ლოკაციაზე განთავსდა. ცენტრალურ პარკში კი, სამი სტენდი დამონტაჟდა.ორიგინალური დიზაინის კონსტრუქციები რუსთავში, მწერლების სახელობის ქუჩებზეც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ქუჩის მანიშნებელიც არის დატანილი.

"ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

შეგახსენებთ, რომ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა,მომხმარებელმა გადმოწეროს უფასო აპლიკაცია Saba Reader.


პროექტი, რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, ინიციატივა კი საკრებულოს წევრს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის.

 

"ინფორუსთავი"