გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსეთის პატრიარქის პასუხი ილია მეორეს

6-03-2018

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გამოსვენებასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილს პასუხობს.

„გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.


პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით


ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით”,-ნათქვამია საპასუხო წერილში.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის თხოვნით, რუსეთის საპატრიარქოს 3 მარტს მიწერა.


არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში 23 თებერვლას გარდაიცვალა.

digest