გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ცხინვალში აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადასცენ

6-03-2018

ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ, - იუწყება Sputnik-Ossetia.

მათივე ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. სკოლის მოსწავლეები აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.

"სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსფარანტები ლოზუნგებით: "საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები", "ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს", "საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე", - აღნიშნავს Sputnik-Ossetia.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა

საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

"კვირის პალიტრა"