გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება

16-09-2020

მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ, ბანკის, საჯარო სკოლის, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, კვების ობიექტებისა და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დამუშავდა.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავიწყეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია. სპეციალისტების მიერ განსაკუთრებით ის ადგილები დამუშავდა, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილდება. სადეზინფექციო სამუშაოები მომავალშიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდება - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.