გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალციხეში, წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

16-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ამ დროისთვის გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 409 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.