გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა

16-09-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე - ქალაქ ლანჩხუთის, სოფელ გვიმბალაურის და სოფელ სუფსის მოსახლეობას შეხვდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. შეხვედრისას გამოიკვეთა ძირითადად წყალმომარაგებისა და შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები, რომლის დროული მოგვარება ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვიქნები სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართული და ლანჩხუთისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. მინდა უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას,“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.