გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნათია მეზვრიშვილი: გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში, თერმოსკრინინგი ინტენსიურად განხორციელდება კომერციულ დაწესებულებებში

16-09-2020

გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში. დღეს უწყებათაშორის საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას.

„ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, ასეთი ადამიანები ექვემდებარებიან ტესტირებას,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.