გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გაუპატიურება და ღვინის ქურდობა – ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა

6-03-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდა. დაბა კვაისას მაცხოვრებელმა მარიონეტული რეჟიმის სამართალდამცებს საჩივრით მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი გააუპატიურეს, სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი გატარებილი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავეს.

ასევე დაკავებული იქნა სოფელ ქვათეთრის მაცხოვრებელი 25 წლის მამაკაცი, რომელსაც 86 წლის მეზობლის გაქურდვა და 120 ლიტრი ღვინის წაღება ედება ბრალად. 
ოკუპირებული ცხინვალის მედიის ცნობით ამ პერიოდში ქალაქ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე ნაპოვნი იქნა 51 წლის ქალის ცხედარი, ექიმების თქმით მას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ჰქონდა.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში 5 კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა და მათი უმრავლესობა უკვე გაიხსნა.

cyc.ge