გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ფერწერული ტილოების რესტავრაცია მიმდინარეობს

18-09-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში აჭარის მუზეუმიდან სარესტავრაციოდ ორი ფერწერული ტილო შევიდა. ესენია გერმანელი მხატვრის რ. ზომერის „სოფელი მთაში“ და პოლონელი მხატვრის ვ. სტახოვსკის „ბათუმის ნავსადგური“.

ამ ეტაპზე ნახატის - „ბათუმის ნავსადგური“ რესტავრაცია მიმდინარეობს. იგი 1887 წლითაა დათარიღებული ლაბორატორიაში ტილო დაიშალა ქვეჩარჩოსაგან, გაიწმინდა, გამაგრდა, გაუკეთდა გვერდების დუბლირება. რესტავრატორია მხატვარი გიორგი ბოლქვაძე.