შაბათი, ივნისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში გიორგი ბრწყინვალის, დიმიტრი თავდადებულის, ბესიკისა და მაიაკოსვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

18-09-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის, შეხვედრები ბათუმის მოსახლეობასთან გრძელდება. საარჩევნო კანდიდატები გიორგი ბრწყინვალის, დიმიტრი თავდადებულის, ბესიკისა და მაიაკოსვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

„მოსახლეობას აქტიურად ვაცნობთ საარჩევნო პროგრამას. მათთან დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. მჯერა, რომ მათთან შეხვედრები უშედეგოდ არ ჩაივლის და ამის ნათელი დასტური, მომავალი არჩევების შედეგი იქნება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს თანაქალაქელებს, დღესდღეობით არსებულ ეპიდსიტუაციურ სიტუაციაში გამოთქვეს მზაობა ჩვენთან შეხვედრისთვის“-განაცხადა, რესან კონცელიძემ.